სტუდია „დისნეისთან“ თანამშრომლობით რეჟისორი ტიმ ბერტონი კიდევ ერთი მულტფილმის ეკრანიზაციას გეგმავს, საუბარია დიდყურება სპლიყვზე -დამბოზე. პროექტში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს კოლინ ფარელმა, მაიკლ კიტონმა, დენი დევიტომ და ევა გრინმა.
ცნობილია, რომ სიუჟეტი ანიმაციური პროტოტიპისგან განსხვავებული იქნება. მისი პრემიერის თარიღად კი 2019 წლის მარტი სახელდება.
„დამბოს“ ორიგინალი ვერსია 1941 წლის ოქტომბერში გამოვიდა და სტუდია „დისნეის“ რიგით მეოთხე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გახდა.