LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიმბალენდი მულტფილმისთვის მუსიკას შექმნის

56

ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი თიმბალენდი ანიმაციური ფილმისთვის მუსიკას დაწერს.

ამ დროისთვის პროექტზე, რომლის პირობითი სახელწოდებაც „Groove Tails“ არის, ბევრი არაფერია ცნობილი: მისი გამოსვლა 2017 წელს იგეგმება და მთავარ გმირებს მასში მსახიობი  ჯეიმი ფოქსი ახმოვანებს.

რაც შეეხება თიმბალენდის სოლო ალბომს „Opera Noir“, მისი გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. უკანასკნელი ინფორმაციით, ალბომი მიმდინარე წელს გამოვა, თუმცა მის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები