პოპულარულმა ამერიკელმა რეპერმა და პროდიუსერმა თიმბალენდმა სიმღერა „UFO“ გამოუშვა. ახალი ნამუშევარი მან ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებთან, Future-თან და Tink-თან ერთად ჩაწერა.
თრექი შედის მუსიკოსის მეოთხე სტუდიურ ალბომში „Opera Noir“, რომლის გამოცემაც რამდენჯერმე გადაიდო.
ცოტა ხნის წინ თიმბალენდმა დისკის ლიდ-სინგლი „Smile“ გამოუშვა, რომელიც V Bozeman-თან ერთად ჩაწერა.