LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტიმბერლენდში” გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე ფასდაკლებები მიმდინარეობს

402

მაღაზია ”ტიმბერლენდი” მომხმარებლებს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე 40%-დან 60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას კომპანია ”მეგა სპორტის” დირექტორმა და დამფუძვნებელმა დავით ჩხეიძემ აღნიშნა, გარდა ფასდაკლებისა, ამ ეტაპზე მაღაზიაში ზამთრის კოლექციისთვის მზადებაც მიმდინარეობს. ახალი კოლექცია ”ტიმბერლენდის” მაღაზიებში ოქტომბრიდან გაიყიდება.

მისივე ინფორმაციით, ”ტიმბერლენდის” ტენდენციები არ იცვლება, იცვლება მხოლოდ მოდელები. რაც შეეხება ფერებს, ბრენდი ფერთა გამას არასოდეს ცვლის.

”ტიმბერლენდი” კლასიკური ბრენდია, რომელიც გარდა კლასიკურისა, ტექნოლოგიურ და outdoor ფეხსაცმელების ხაზსაც წარმოადგენს. ამასთან, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ თხილამურების სრულ აღჭურვილობას, რომელიც წარმოდგენილია მაღაზიაში ”მაგელანი”, ”მაგელანი” მიცკევიჩის 68 ნომერსა და ვაჟა ფშაველას 10 ნომერში მდებარეობს. კიდევ ერთი მაღაზია, რომელსაც ჩვენი კომპანია წარმოადგენს, არის body action, რომელსაც შეგიძლიათ პეკინის 14ა -ში ეწვიოთ”,- განაცხადა ჩხეიძემ.

მისივე განმარტებით, ”ტიმბერლენდში” ერთგულ და მუდმივ კლიენტებს გადაეცემათ ბარათები, რომლის მფლობელებიც მუდმივად სარგებლობენ 15%-მდე ფასდაკლებით.

”ტიმბერლენდის” ფილიალები ჭავჭავაძის 29 ნომერსა და ვაჟა ფშაველას 26 ნომერში მდებარეობს, მაღაზიები ყოველდღე 11:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები