გამოცემა TIME-მა 2024 წლის საუკეთესო გამოგონებები დაასახელა. წლევანდელ რეიტინგში ორასი ნივთი და ტექნოლოგია მოხვდა. გამარჯვებულები 29 კატეგორიაში გამოვლინდნენ.
სამომხმარებლო ელექტრონიკა — Huawei Mate XT Ultimate Design
რობოტიკის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონების ტიტული ამერიკული სტარტაპის, Figure-ის მიერ შექმნილმა ჰუმანოიდმა რობოტმა მიიღო.
ხელოვნური ინტელექტი — Cerebras Systems Wafer-Scale Engine 3
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საუკეთესო გამოგონებად მსოფლიოს ყველაზე დიდი პროცესორი დაასახელეს, რომელიც ამერიკულმა Cerebras Systems-მა შექმნა.
მწვანე ენერგეტიკა — South 8 LiGas
მწვანე ენერგეტიკის კატეგორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად South 8-ის მიერ შექმნილი თხევადი გაზის ელექტროლიტი დასახელდა.
პორტატული მედიცინა — AstraZeneca FluMist
პორტატული მედიცინის კატეგორიაში TIME-ის წლის ერთ-ერთი მთავარი გამოგონების ტიტული ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, AstraZeneca-მ მიიღო.
საკვები და სასმელი — LifeStraw Sip
საკვებისა და სასმლის კატეგორიაში წლის მთავარ გამოგონებად ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ წყლის ფილტრების მწარმოებელი კომპანიის, LifeStraw-ს ჭკვიანი საწრუპი დაასახელა.