ჟურნალმა TIME 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოაქვეყნა. გამოცემამ კინოს, მოდის, პოლიტიკის, სპორტისა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელი, 6 კატეგორიაში წარადგინა.
საპატიო სიაში მოხვდა წლევანდელი „ოსკარების“ ნომინანტი, დემი მური. რამდენიმე საათის მან საოცრად შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაავრცელა და სამადლობელი პოსტიც გამოაქვეყნა.
„გაოგნებული ვარ ამ პატივისთვის, დიდი მადლობა ამისთვის“.
ცნობისთვის, მუსიკალური ინდუსტრიიდან სხვადასხვა ჯგუფში ისეთი მომღერლების სახელებს ვხვდებით, როგორებიც არიან: სნუპ დოგი, როუზი, ნიკოლ შერზინგერი, ედ შირანი, იოშიჰიკი, მაილს სმიტი და Hozier.



