ჟურნალმა TIME კაილი ჯენერი ინტერნეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. გამოცემის აზრით, სწორედ შვილის დაბადებამ და სოციალური ქსელებისგან დროებითმა პაუზამ გამოიწვია ის, რომ ის აღნიშნულ რეიტინგს ლიდერობს.
ფოტო, რომელიც კაილიმ ქალიშვილთან ერთად გააზიარა „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული სურათი გახდა. მან ყველაზე მეტი „მოწონება“ დაიმსახურა და 2017 წლის ლიდერი, ბიონსე, მეორე ადგილზე გადაიყვანა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის:
მსოფლიო ქსელში დაბრუნების შემდეგ, კაილიმ განაცხადა, რომ Snapchat-ით სარგებლობას აღარ აპირებდა. მისი ნათქვამის შემდეგ კი კომპანიამ 1,3 მილიარდი დოლარი იზარალა. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ კაილია ამჟამად „ინსტაგრამის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომხმარებელი – მისი ერთი სარეკლამო პოსტი დაახლოებით მილიონი დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეიტინგში ვერ მოხვდა კაილის არანაკლებ პოპულარული და – კიმ კარდაშიანი.
