სტუდიამ Warner Bros. „დიუნი 2“-ის პირველი „თრეილერი“ წარადგინა.
მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და ზენდაია ასრულებენ. მეორე ნაწილში მათ შეუერთდნენ მსახიობები: ფლორენს პიუ, ლეა სეიდუ და ოსტინ ბატლერი, ჯოშ ბროლინი, დეივ ბატისტა, ხავიერ ბარდემი, კრისტოფერ უოლკენდა სტელან სკარსგარდი. სურათის ორივე ნაწილი რეჟისორმა დენი ვილნევმა გადაიღო.
აღსანიშნავია, რომ „დიუნის“ მეორე ნაწილი მთლიანად IMAX-კამერებით არის გადაღებული.
ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის, „დიუნის“, ეკრანიზაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა კინოსამყაროში. „დიუნის“ მე-2 ნაწილის მსოფლიო პრემიერა კი 3 ნოემბერს იგეგმება.
„დიუნი“ – წლის კინომოვლენა უკვე ეკრანზეა – რა ვიცით ფილმის შესახებ?
„დიუნის“ მეორე ნაწილი ოფიციალურად დაანონსდა, ცნობილია პრემიერის თარიღი
სერიალ „დიუნისთვის“ ჰანს ციმერმა ლეგენდარული Pink Floyd-ის Eclipse დააქავერა