LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბრის არჩევნებით ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში დასრულდება

69
თინა ბოკუჩავა

„30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება,“– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში, დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმს აღარ გააჩნია არანაირი საყრდენი, გარდა ორისა – ბოკუჩავას განცხადებით, „ერთი არის „კრიმინალური სამყარო“ და მეორე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

„ვხედავთ, რომ სწორედ „კრიმინალური სამყაროს“ გამოყენებით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანების თავისუფალ ნებაზე და მეორე – ე.წ ადმინისტრაციული რესურსი. ძალიან სამწუხაროა ეს უკანასკნელი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, როგორც ჩვენ ვართ, ისე არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი პატრიოტია, უმძიმს, რომ ასეთ რეალობაში მონაწილეობის მიღება უწევს.

დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ზეწოლისა, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში, როდესაც საჯარო მოხელეს თუ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანს არ აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ეს აუცილებლად დასრულდება 30 ოქტომბრის არჩევნებზე,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავა.

თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად კოლონები უკვე დაიძრა – რომელი რეგიონიდან და რამდენ მხარდამჭერს ელოდება „ოცნება“

“გენაცვალეთ ქართველებო, ნაც-ჯალათებო დახვდით, თქვენს მიერ გამწარებულ ქართველ ხალხს” – ოქიტაშვილი თბილისში მომავალ ავტოკოლონების ვიდეოს ავრცელებს

ზარქუა: მმართველი პარტია ვართ, ხალხნო, არანაირი კონტრაქცია! 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი

 

magti 5g