LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებასა და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე

146
თინა ბოკუჩავა

ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.

ბოკუჩავას განცხადებით, ყველაზე გავლენიანი ევროპული პარტიის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

„ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხვდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი.

რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას იმისთვის, რომ შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g