LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა

279
ბოკუჩავა

ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ხალხსა და ოპოზიციას შორის ხიდები ჩატყდეს.

„დღეს ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად შევიკრიბებით, ხოლო ჩემი აზრით, ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა, სადაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს. ადამიანები, რომლებიც 3 თვეზე მეტია დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე. დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ხალხისგან და საზოგადოებისგან.

ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების სტიგმატიზაციის მცდელობა, ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო პროტესტი იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თვითორგანიზებული, პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული და გაერთიანებული ხალხთან ერთად. ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g