LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით არჩევნების ტოტალური მიტაცება მოხდა, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც თვლის, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებში საქართველოში გაიმარჯვა ევროპამ და არა რუსეთმა – დავდგეთ ერთად“

123
462552380_876024491178784_6631818986922738538_n

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია. ეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში დარჩა. მან თქვა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს“, – ამის შესახებ განცხადება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებს სრულად თმობს.

ბოკუჩავას განმარტებით, ჩაიხსნება საარჩევნო სიები:

„რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით არჩევნების ტოტალური მიტაცება მოხდა – მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც თვლის, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებში საქართველოში გაიმარჯვა ევროპამ და არა რუსეთმა, დავდგეთ ერთად და ჩვენი ერთიანობით დავადასტუროთ, რომ არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა!“ – განაცხადა ბოკუჩავამ. 

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, დღეს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია:

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია. ეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში დარჩა. მან თქვა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

რა თქმა უნდა, პარლამენტის მანდატებს არ ვიღებთ, სიები ჩაიხსნება და არჩევნებს არ ვაღიარებთ, რადგან როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამ არჩევნების აღიარება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ სპეცოპერაციით ქვეყანაში რუსეთი შემოვიდა და საქართველომ ევროპული არჩევანი დაკარგა.

ჩვენ ამას არ მივიღებთ, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპულია. ამაზე კონსოლიდაცია არსებობს პრეზიდენტს, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას შორის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g