LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან რუსული სპეცოპერაციის მონაწილე გახდეს, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე

188
თინა ბოკუჩავა

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე გახდეს, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ძალადობის წყარო ყოველთვის იყო და არის, „სანამ ხელისუფლებიდან კრიმინალებს არ გავისტუმრებთ”.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე გახდეს და მივიდეს ე.წ. საარჩევნო უბნებთან, რომელსაც საარჩევნო პროცესთან არაფერი არ აქვს საერთო, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვისა და კეთილდღეობისთვის.

თაზო დათუნაშვილი: „12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი“

ჭიკაიძით დაწყებული, რომელიც „თალიბანს” პიროვნებას ეძახდა და ჩვენს სარდაფებში საბურავებს ეძებდა, მხდალი მდინარაძით დამთავრებული, ყველა ძალოვანი თუ სუს-ის ივანიშვილის რუს-ქოცური უფროსი, საუბრობდა რადიკალიზაციის გეგმებზე, რადიკალურ ოპოზიციაზე და საბურავებსა და ტროტილს ეძებდნენ 13 წლის განმავლობაში. ძალადობის წყარო ყოველთვის იყო და არის, სანამ ამათ არ გავისტუმრებთ ამ კრიმინალებს ხელისუფლებიდან რუსული ოცნება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი კვლევებით, 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს“

თინა ბოკუჩავას თქმით, ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმა ხელისუფლების ძალადობრივ და კრიმინალურ სახეს ასახავს.

„გუშინდელი თავდასხმა, იგორ ნარმანიაზე, არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმს ძალიან ეშინია დღევანდელი დღის, სადაც დარწმუნებული ვარ უამრავი საქართველოს მოქალაქე მოვა. ის მეტალის საგანი ოდნავ არის აცდენილი და ღმერთმა გადაურჩინა დედას შვილი.

ეს დემონსტრაციული ძალადობრივი თავდასხმა ემსახურებოდა ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების დაშინებას, მაგრამ არავინ შეუშინდება. ეს კიდევ უფრო ცხადად წარმოადგენს მათ კრიმინალისტურ დანაშაულებრივ სახეს.

ცინიზმი მოვისმინე პაპუაშვილის, კობახიძის მხრიდან – „ნაცია და ამას იმსახურებს”. წარმოუდგენელია ამგვარი ღიად ძალადობის წახალისება. ეს კი წარმოადგენს მათ ძალადობრივ სახეს და თუ ეს ადამიანები არ მოვაშორებთ, ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია, არამც თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ევროპული არჩევანი თუ ღირებულებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g