LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: 21 წელია ამ დაბადების დღეს ვგეგმავდით, შენთან ვერ ვარ, მაგრამ ჩემს ავადმყოფობაში ისიც ხომ ვნახეთ, რომ სულ სხვაგვარი ოჯახი ვართ

7068
BeFunky-collage (2)

თინა ხიდაშველი შვილს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ დღეს ის და სანდრო განსაკუთრებულად ელოდნენ, თუმცა ავადმყოფობამ გეგმები შეცვალა.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ის საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადამიანებს პერიოდულად უზიარებს სოციალური ქსელის მეშვეობით.

“ვერ დავაღწიე თავი ჟანგბადის აპარატებს, არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა “იცხოვრე ყოველი დღე ისე როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა!”

იცით რას ნიშნავს სიცარიელით სავსე დღეები? არაფერი რომ არ ხდება, საერთოდ არაფერი იცვლება – თინა ხიდაშელი

“21/21/21/21 ეს ბიჭი რომ მომიფრინდა ჩემი სამყარო შეიცვალა ❤

ეს ბიჭი რომ დაიბადა ყველაფერს სახელი დაერქვა რაზეც მანამდე მიფიქრია და მიოცნებია ❤

ამ ბიჭმა გამინათა დედამიწა, მზე მიწაზე ჩამოიტანა და ჩემს სახლში შემოიყვანა ❤

და ზუსტად ვიცი როგორი კაციც იქნება ის ზუსტად ისეთი იქნება ჩემი კვალი დედამიწაზე.

Usupashvili Sandro 21 წელი ამ დაბადების დღეს ველოდით, 21 წელს, 21 რიცხვში 21-წლის გახდი. 21 წელია ამ დაბადების დღეს ვგეგმავდით და შენთან ვერ ვარ ისე მე და შენ რომ ვიცით, მაგრამ ამასობაში ამ 21-ე წელს, ამ ჩემს ავადმყოფობაში ისიც ხომ ვნახეთ, რომ სულ სხვაგვარი ოჯახი ვართ ვიდრე

ოდესმე ვიფიქრებდით, ხოდა კიდევ უფრო მეტი ყოფილხარ, უფრო დიდი ყოფილხარ, უფრო მაგარი!!!!

ხოდა არ დაგრჩები ამ 21-ს ვალში კი იცი შენ, მთავარია ცოტაც გავიაროთ ერთად ხელჩაკიდებილებმა ოთხივემ!!!”- წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g