LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „აბუ-დაბიში მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივ პროვოკატორად ჩამოყალიბდა, რომელიც ძალადობას ახალისებს“

262
თინა ხიდაშელი (1)

„,მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე გამოძიება უნდა დაიწყოს კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ კალაძე ჩვეულებრივ პროვოკატორად ჩამოყალიბდა, რომელიც ძალადობას ახალისებს“, – ამის შესახებ ა/ო „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ის, რაც აბუ-დაბიში მოხდა, პირდაპირ კახა კალაძის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთანაა დაკავშირებული:

„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“ – მამუკა მდინარაძე

„ის ერთმნიშვნელოვნად, მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ „რამეს გვეტყვით? ხელი მოგხვდებათ“, ოღონდ იმის განცდა და გაცნობიერება არ აქვს, რომ საჯარო მოხელეებზე ლაპარაკობს, უფრო მეტიც, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.

„ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დაესხა… ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“ – კახა კალაძე აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

თბილისის მერი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებიც თავის თავს დეპუტატებს ეძახიან, ოღონდ მიაჩნიათ, რომ ძველი ბიჭებივით შეუძლიათ მოიქცნენ. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ზარქუას წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ“. – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g