LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „ეს საქმე ერთ ერთი პირველი იყო, სადაც საჯაროდ შევასკდით მე და მაშინდელი იუსტიციის მინისტრი იურისტობა რომ დამიწუნა ამ ხალხის სამსახურში აღდგენისთვის“

269
თინა ხიდაშელი

„ზუსტად ასე ჩამოენგრევა ივანიშვილს თავზე ყველა შეთითხნილი საქმე, მაგრამ მანამდე ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა!“, – წერს „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „კაბელების საქმეზე” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

„კაბელების საქმე დასრულდა სტრასბურგში. წააგო სახელმწიფომ ეს საქმე! ასეც უნდა მომხდარიყო და მართალია 10 წელი დაჭირდა ამ საქმეს, მაგრამ ურმით მოარული სამართალი მივიდა თავისი დანიშნულების ადგილზე!

ზუსტად ასე ჩამოენგრევა ივანიშვილს თავზე ყველა შეთითხნილი საქმე, მაგრამ მანამდე ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა!

PS ეს საქმე ერთ ერთი პირველი იყო, სადაც საჯაროდ შევასკდით მე და მაშინდელი იუსტიციის მინისტრი იურისტობა რომ დამიწუნა ამ ხალხის სამსახურში აღდგენისთვის“, – წერს თინა ხიდაშელი.

კერძოდ, საია-ს ცნობით, 2025 წლის 11 თებერვალს ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საია-ს მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g