LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ

127
თინა ხიდაშელი

„ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ყველაფერი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზეა აწყობილი,“ – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილმა მინისტრი, თინა ხიდაშელი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

თინა ხიდაშელმა საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების საქმეზე მომუშავე მოსამართლეები ნოტარიუსებს შეადარა.

საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

„სასამართლო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს იმას, რაც ხდება ქუჩაში, რა განწყობაზეა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. გადაწყვეტილებები კანონის დაცვით უნდა მიიღებოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ეს ყველაფერი გამქრალია და ერთადერთი შემადგენელი, რომელიც წყვეტს იმას, ვის რა განაჩენი ექნება, რომელი მოსამართლე რა ბედს გადაუწყვეტს ადამიანებს. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აწყობილია სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზე, იმაზე, ვინ ვისზეა გაბრაზებული, ვის ვისთან ანგარიშსწორების სურვილი აქვს. მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ”, – ამბობს თინა ხიდაშელი „ტვ პირველთან“.

ანდრო ჭიჭინაძე: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს… ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: „ანდრო წინა რიგში იდგა, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა რომელ დაზიანებაზეა საუბარი?“

ონისე ცხადაძე: „ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ“

ეკა ბესელია: „ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს, ეს სამართლებრივი დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g