LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი შვილს: „აბა შენ იცი..ყველაფერი ახლა იწყება! წინ ძალიან ძალიან დიდი, საინტერესო და წინააღმდეგობებით სავსე გზაა, რომელიც შენით უნდა გაიარო, ჩვენ კი აქვე ვიქნებით, შენს კუთხეში, ერთი დაძახების მანძილზე როცა შენ ჩათვლი საჭიროდ!“

12630
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი შვილს სტუდენტობას ულოცავს.

ამის შესახებ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„მარიამობას გილოცავთ! ეს მშვენიერი დღესასწაული დღეს კიდებ უფრო დიდებულია!

დიდი ხანია ფბ-ზე ამდენი სიხარულის ჟრიამული არ ყოფილა. ბედნიერი ახალგაზრდები, ამაყი მშობლები, კიდევ უფრო ამაყი ბებია-ბაბუები, მეგობრების ზეიმი…

ყველას გილოცავთ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების გზაზე პირველ ნაბიჯებს! ბედნიერი სტუდენტობა

ჩვენც გუშინ დავტოვეთ ჩემი პატარა (ვიცი ვიცი უკვე აღარ არის პატარა) კოლეჯში. მეგონა ისეთი განცდა მექნებოდა უსუფაშვილი სანდრო პირველად New Haven-ში ბაღში რომ დავტოვე, ისეთი სახე ჰქონდა მერე ერთი საათი ვტიროდი. მაგრამ საკმაოდ მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული მეჩვენა! აი ისეთი, პირველ ფოტოზე როგორი თავდაჯერებითაც მიხსნის რაღაცას!

გიგა უსუფაშვილი, აბა შენ იცი. ყველაფერი ახლა იწყება! წინ ძალიან ძალიან დიდი, საინტერესო და წინააღმდეგობებით სავსე გზაა, რომელიც შენით უნდა გაიარო, ჩვენ კი აქვე ვიქნებით, შენს კუთხეში, ერთი დაძახების მანძილზე როცა შენ ჩათვლი საჭიროდ!“ – წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g