თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელ facebook-ში დაწერა.
“თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურად უმჯობესდება, ვიყოთ მშვიდად”, – წერს ბერძენიშვილი.
რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფეისბუქში დაწერა და აღნიშნა, რომ მისთვის ყოველი ღამე წინაზე საშინელია და ყოველი დღე წინაზე მძიმე.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.