ზაფხულის ბოლო თვეც დაიწყო. ვარსკვლავები მაქსიმალურად ცდილობენ, ეს პერიოდი სანაპიროებზე გაატარონ. მათ რიცხვში 23 წლის მოდელი და მსახიობ, ვენსან კასელის მეუღლე, ტინა კუნაკია, ის საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ძმასთან, 20 წლის ზაჰარისთან ერთად ისვენებს. აღსანიშნავია, რომ ტინას ძმაც სამოდელო ბიზნესშია ჩართული.
აღნიშნული ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით ვენსან კასელმა გაავრცელა. 53 წლის მსახიობმა სოციალურ ქსელში ფოტოები დადო, სადაც აღბეჭდიულია, თუ როგორ ატარებს კუნძულზე დროს ტინა. როგორც ჩანს, თავად ვენსანმა საბერძნეთში მოგზაურობისთვის ვერ მოიცალა.