LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა მახარაძე გამომწერების კრიტიკას პასუხობს: „არ მადარდებს, თუ თქვენი სტანდარტებით ნაკლებად დახვეწილი გამოვიყურები“

271
296022921_585317863149991_1548309408558673521_n

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში გამომწერების კრიტიკას პასუხობს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის მთავარი ვიზუალურ ეფექტზე მეტად შინაარსობრივი დატვირთვაა.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს კითხულობს, ზოგჯერ დღეში ორ-სამ წიგნს ერთდროულად. ბევრსაც ვწერ — წერა ჩემი პროფესიის ნაწილია. ვამონტაჟებ კინოს და ვფიქრობ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შესაძლოა თქვენ არასოდეს გიფიქრიათ,“ — აცხადებს მსახიობი.

მისი თქმით, ის არ ცდილობს საზოგადოებრივი სტანდარტების დაკმაყოფილებას და გარეგნული ეფექტით არ ინტერესდება.

„არ მადარდებს, თუ თქვენი სტანდარტებით ნაკლებად დახვეწილი გამოვიყურები. ჩემი ინტერესი არ არის, ვიდგე და სახეზე რაღაცეებს ვითხიპნიდე“ — ამბობს თინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g