LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტინა ტერნერის უფროსმა ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

2266

ტინა ტერნერის უფროსმა ვაჟმა, 59 წლის კრეიგ რეიმონდ ტერნერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას კალიფორნიის პოლიცია ავრცელებს. სიკვდილის მიზეზი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობაა.

ტინა ტერნერს პირველი ვაჟი მუსიკოს რეიმონდ ჰილისგან 18 წლის ასაკში შეეძინა, მალევე ის მეუღლეს დაშორდა და  ცოლად გაჰყვა აიკ ტერნერს, რომელმაც კრეიგზე მეურვეობა აიღო.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში კრეიგი ბევერლი-ჰილზში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ცნობილია, რომ ინფორმაცია ტინა ტერნერს პარიზში ყოფნისას შეატყობინეს, სადაც ის მოდის კვირეულს სტუმრობდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g