LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინათინ ჯოხაძე: „რთულია, როცა შვილს მარტო ზრდი და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა, მაგრამ პირველივე წამიდან ყველაფერს მარტივად გავართვი თავი, მარტივად გავითავისე მარტოობა, ძლიერი გოგო აღმოვჩნდი…“

165
a3eab841-0726-4bab-8df3-6735e430b22f

ტელეწამყვანი თინათინ ჯოხაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმის შესახებ, როგორ დაიწყო ახალ ბინაში ცხოვრება თავის ვაჟთან ერთად და რამდენად ძლიერი ხასიათი აღმოაჩნდა თავად, ვინაიდან მარტოობას მარტივად შეეგუა:

„კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში – მე და ტიმოთე ცალკე გადავედით საცხოვრებლად. ძალიან მიხარია, კარგი ამბები მიეწყო ერთმანეთს. მარტო ცხოვრება არ არის მარტივი, მაგრამ მშობლები ყოველთვის მზად არიან, დამეხმარონ, იმის პრობლემა არ მაქვს, რომ ჩემთან გამოვიდნენ და თუ საჭიროა, დარჩნენ, მაგრამ როცა საკუთარი ბუდე გაქვს, ამის შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ, ძალიან კარგი ეტაპი დაიწყო და იმედია, ეს წელი ჩემი იქნება.

პირადს რაც შეეხება, როგორც ხვდებით, ტიმოთესთან ერთად მხოლოდ მე ვარ, პირველივე წამიდან. შვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბედნიერ და ლაღ დედას უყურებდეს. ამიტომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. რთულია, როცა შვილს მარტო ზრდი და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა, მაგრამ პირველივე წამიდან ყველაფერს მარტივად გავართვი თავი, მარტივად გავითავისე მარტოობა, ძლიერი გოგო აღმოვჩნდი. რთულია, მაგრამ როცა ადამიანების ხედვები ერთმანეთს სცილდება, ჯობს, ცალ-ცალკე მშვიდად და წყნარად გააგრძელონ ცხოვრება. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, თუმცა, ყველაფერი კარგადაა, მეც და ჩემი შვილიც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g