LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინათინ წულაძემ სადებიუტო სპექტაკლი დადგა: „დედა სპექტაკლში მონაწილეობდა და ძალიან ვნერვიულობდი მასთან მუშაობისას… მამამ მითხრა, კარგი გოგო ხარო…“

374
თინათინი

5 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს თინათინ წულაძე სტუმრობდა, რომელმაც ახლად გახსნილ „ქალაქის თეატრზე“ და იქ დადგმულ პირველ სადებიუტო სპექტაკლზე ისაუბრა.

თინათინ, „ქალაქის თეატრში“ დადგით სადებიუტო სპექტაკლი „მარკეტი“. რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი ნამუშევრით?

არანორმალურ რეჟიმში მოგვიწია მუშაობამაც და გადაწყვეტილებების მიღებამაც. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ბოლომდე ვერ გავიაზრეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა.

მშობლებისგან რა შეფასება მიიღეთ?

დედა სპექტაკლში მონაწილეობდა, მამა კი ყოველთვის კრიტიკულად აფასებს ჩემს ნამუშევრებს, თუმცა ახლა ძალიან მოეწონა. არასდროს მაქებს, რადგან ზოგადად არ უყვარს საქებარი სიტყვები, უბრალოდ მითხრა, კარგი გოგო ხარო, რაც უკვე შექება იყო მისი მხრიდან.  სხვათა შორის, რეპეტიციების დროს ყოველდღე ვურეკავდი, დეტალურად ვუყვებოდი ყველაფერს და მისი აზრით ვინტერესდებოდი. ძალიან ვნერვიულობდი დედასთან მუშაობის დროს. ძალიან მიკვირდა, როცა მამა ყველაზე მეტ შენიშვნას მას აძლევდა, თუმცა მეც ზუსტად ასე მომივიდა, მეც ყველაზე ბევრს სწორედ მას ვსაყვედურობდი“.

,,ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ბოლომდე ვერ გავიაზრეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა” – „არტ-FM“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g