LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტირილი, კოლიკა, ჭოჭინა და პალმის ზეთი – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე

4301

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მშობლების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს დაეთმო. რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი, როდის არის საგანგაშო ახალშობილთა სიყვითლე,  საჭიროა თუ არა კოლიკის დროს გაზგამყვანი მილი და მედიკამენტები, როდის უნდა დაჯდეს, როდის უნდა ხოხავდეს ბავშვი. რეკომენდებულია თუ არა ჭოჭინა და სუპინატორიანი ფეხსაცმელი. ასევე, რაზე მიუთითებს არათანაბარი ნაკეცები ფეხებზე, რა უნდა ვიცოდეთ პალმის ზეთის, კალცის, ვიტამინი D-სა და ხშირი ოფლიანობის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“.

ქალბატონო ინგა, რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი?

ახალშობილობის პერიოდი არის დაბადებდან 28 დღის ჩათვლით. ახალშობილის ერთ-ერთი სასაუბრო ენა არის ტირილი. ის ასე შედის კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან, ცდილობს მუცლად ყოფნის შემდეგ ახალ გარემოში გაიაროს ადაპტაცია. ის დედასთან ურთიერთობის დაბრუნებას ცდილობს და ეს ბუნებრივი კვების საშუალებით ხდება. ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვებს უფრო მეტად მარცხენა ძუძუ უყვართ, იმიტომ რომ ის გულთან ახლოს არის. ბავშვები ტირიან და მუდმივად საკვებს ითხოვენ, ამიტომ ისინი კვების თავისუფალ რეჟიმზე არიან. მან მაშინ უნდა მიიღოს ძუძუთი კვება, როდესაც ტირის. თუ ეს ბავშვს არ ამშვიდებს, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. ძალიან ხშირად, პედიატრები შეცდომას ვუშვებთ და ვნიშნავთ დამატებით კვებას. ვფიქრობთ, რომ არ ყოფნის ბუნებრივი კვება და საჭიროა ხელოვნური ნარევის დამატება. წესით, ერთი თვის ასაკში ბავშვი უნდა აიწონოს და თუ ნამატი აქვს, ხელოვნური საკვების დამატება მას არ სჭირდება. დროთა განმავლობაში, ბავშვი სწავლობს, როგორ შეატყობინოს დედას, თუ რა სურს მას. დედა თვითონ ხვდება რა უნდა ბავშვს.

  • ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ტკივილი, კოლიკა, ბავშვები ძალიან სწრაფად წოვენ და ამას მოყვება აეროფაგია, ანუ ჰაერის ყლაპვა, რაც ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. აქ ჩვენ სხვადასხვა სახის საშუალებებს ვაწვდით ბავშვს და ეს ყველაფერი უშედეგოა, რადგან არ აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული ფუნქცია და ა.შ.
  • ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ხალხმრავლობის მიმართ, თუკი საფენი აქვს სველი, ან სცივა, ის წუხს. თუკი ხელებს და ცხვირს მოუსინჯავენ და ფიქრობენ, რომ ბავშვს სცივა, ასე არ არის. ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ აღმატებოდეს. აგვისტოში ახალშობილს ფეხზე შალის წინდა არ უნდა ჩააცვათ. მყავდა ასეთი პაციიენტი, რომელიც მკბენარა შალის წინდის გამო დღე და ღამე ტიროდა.
  • ხშირად ბავშვი რაღაცას ითხოვს, ბეზრდება წოლა და როგორც კი მას მშობელი აიყვანს ხელში აიყვანს და გულზე მიიკრავს, წყნარდება. მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი ხელში აყვანას მიეჩვევა დაა ეს ცუდია, ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ სიყვარულის გადაცემაა და კანის კანთან ურთიერთობის მეთოდი არაჩვეულებრივია.
  • უკანასკნელ პერიოდში ძალიან სერიუზულად საუბრობენ რქოვანას ეროზიაზე, ეს ძალიან მტკივნეულია. მყავდა პაცინტი, 1 თვის ბავშვი, რომლიც განუწყვეტლივ ტიროდა სწორედ ამ მიზეზით. ბავშვს შესაძლოა სტკიოდეს ყური, მოხდეს საკვების გადაცდენა. და ბოლოს, შეიძლება ბავშვი ტიროდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ითხოვდეს ყურადღებას.

თუმცა, მაინც ახალშობილებში კოლიკა არის წამყვანი ტირილის მიზეზი. ეს შეიძლება გამოიხატოს ტირილში. სამ თვემდე რა საშუალებებიც არ უნდა იხმაროთ, უშედეგო იქნება. ხშირად მეცოდებიან კიდეც მშობლები, ცვლიან ამ მედიკამენტებს… სახლში დახმარების აღმოჩენა ბევრად უფრო ეფექტრურია ხოლმე: მშობლების თანდასწრებთ ცოტა ხნით მუცელზე დაწვენა, გარკვეული პოზის მიცემა, მუცლის შეთბობა, მაგალითად ფენის თბილი ნაკადის მიშვერით მომენტალურად იხსნება კოლიკა და ბავშვი გამოყოფს გაზებს. მე არ ვურჩევ მშობლებს ხშირად გაზგამყვანი მილის ჩადგმას, იმიტომ, რომ ბავშვი არ მიეჩვიოს ამ დახმარებს, მან თვითონ უნდა შეძლოს იმ პრობლემებთან გამკლავება რაც მას ტკივილს ანიჭებს.

როდის არის ახალშობილთა სიყვითლე საგანგაშო?

პირველ რიგში გეტყვით, რომ ფიზიოლოგიური სიყვითლე ემართება ახალშობილთა 50%-ს. ბავშვი დაბადებიდან მეორე დღეს ყვითლდება. ამისი მიზეზი ის არის, რომ დედისგან მიღებული ერითროციტები, რომლებიც ტრანსპლაცენტარული გზით გადაეცემოდა, როდესაც გადაიჭრება ჭიპლარი, ამდენი ერითროციტი უბრალოდ აღარ არის საჭირო და ისინი იწყებენ დაშლას, გამოიყოფა ჰემოგლობინი, რომლის შედეგადაც გამოიყოფა არაპირდაპირი ბილირუბინი. არაპირდაპირი ბილირუბინი ეს არის ცხიმში ხსნადი ბილირუბინი, რომელიც უნდა გარდაიქმნას წყალში ხსნად ბილირუბინად. ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ფერმენტი გლუკონორიუმ ტრასფერანზა, რომელიც არაპირდაპირ ბილირუბინს ღვიძლში გადაიტანს და აქ ხდება მისი გარდაქმნა არაპირდაპირ ბილირუბინად. ბოლოს, ის განავლოვან მასებთან ერთად გამოიყოფა. როდესაც ბავშვი იბადება ფიზოლოგიური სიყვითლით, ჯერ ღვიძლის ფუნქცია, ფერმენტული ფუნქცია  მოუმწიფებელია და ამიტომაც ყვითლდება ბავშვი. ასეთ ბავშვს ვაკვირდებით, ეს იწყება მეორე-მესამე დღეს და 2 კვირაში ბავშვი თავის ფერს იბრუნებს. თუ სიყვითლე პირველ 24 საათში წარმოიქმნა, თუ სიყვითლე ინტენსიურიაა, თუ ბავშვი ზაფრანას ფერია, ბილირუბინი ძალიან მაღალია, არის ჯგუფური, ან რეზუს შეუთავსებლობა და არის სხვა თანდაყოლილი სინდრომები ეს უკვე ყურადღესაბია. ბილირუბინი არის ცხიმში ხსნადი და მას შეუძლია ჰემატოენცეფალურ ბარიერს გაააღწიოს და გამოიწვიოს ბილირუბინული ენცეფალოპათია. ეს კი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშია. ნებისმიერი სიყვითლე ექიმმა უნდა შეაფასოს. არსებობს ასევე კონიუგაციური სიყვითლე, რომელიც ერთ თვემდე ლაგდება ხოლმე. ფიზიოლოგიური სიყვითლე აბსოლუტირად არ არის საშიში, ისევე როგორც ფიზიოლოგიური კლება. ბავშვს აქვს უფლება დაიკლოს თავისი წონის 10%. ბავშვი გამოყოფს შარდს, განავალს, ის სუნთქავს და მის შედეგად სითხე ორთქლდება. მეათე დღისთვის ბავშვი სრულად იბრუნებს თავის წონას. პირველ თვეში სასურველია ბავშვმა მოიმატოს 600 გრამი.

ნორმაა თუ არა ღებინება ახალშობილებში?

არიან ბავშვები რომლებიც ძალიან სწრაფად ჭამენ. ამას ახლავს აეროფაგია, იყლაპება ჰაერი და ამოქარვების პროცესში, მოყვება ხოლმე საკვებიც. ბავშვმა მცირე რაოდენობა უნდა ამოაყოლოს ჰაერს. შესაძლოა ზედმეტი რაოდენობით მიიღო საკვები და ეს უნდა ამოღოს რა თქმა უნდა. მაგრამ ამასაც თავისი ტიპები აქვს. თუ ღებინებას ჩანჩქერისებული ფორმა აქვს, დიფერენცირება უნდა მოხდეს და მივაქციოთ ყურადღება. თუ ბავშვს ხშირი ღებინება აქვს და წონაში მატება კარგია, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც საკვები საყლაპავ მილში ამოისროლება და ის ხვდება სასუნთქ გზებში, ამ დროს ბავშვებს ეწყებათ ხველა და ბავშვებს სხვადასხვა სპეციალისტებთან დაარბენინებენ, სინამდვილეში კი, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ღებინება, სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის საშიში, თუმცა რა თქმა უნდა კონსულტაცია უნაა გაიაროთ სპეციალისტთან.

როდის უნდა დაჯდეს ბავშვი, უნდა ხოხავდეს თუ არა ის, რატომ აღარ არის საჭირო ჭოჭინა და ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა სუპინატორიანი ფეხსსაცმელი?

ძალიან ხშირად სვამენ ამ კითხვებს მშობლები. დაჯდომა არის ევოლუცია, ის უნდა დაჯდეს მაშინ, როდესაც ცდილობს, რომ წამოჯდეს. ეს 4-5 თვის ასაკიდან ხდება. კომუნისტების პერიოდში მიიჩნეოდა, რომ ბავშვი 6 თვიდან უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს მიდგომები შეიცვალა. რაც შეიძლება ხოხვას – მას თუ უნდა იხოხავს, თუ უნდა პირდაპირ გაივლის. ბავშვი გაივლის მაშინ, როდესაც უნდა გაიაროს და ხოხვა მას ხელს არ შეუშლის. ნუ ეცდებით, რომ ის ფეხზე წამოაყენოთ. იხოხოს წინ, უკან – ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება ჭოჭინას, ძალიან ბევრ ქვეყანაში ის საერთოდ აკრძალულია. ბავშვის ძვალსახსროვაანი სისტემა განიცდის ცვლილებებს და მეორე და სერიოზული მიზეზი, ბავშვის ტრამვატიზაციაა. როდესაც ბავშვი ჭოჭინაშია, მშობელი ადუნებს ყურადღებას და მან შეიძლება რაიმე დაიზიანოს. მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ჭოჭინაში მყოფმა ბავშვმა მდუღარე ჩაიდანი გადაისხა. როდესაც ცდილობთ ბავშვი ჩასვათ ჭოჭინაში, კენგურუში, ან სარტყელი გაუკეთოთ, გავიაროთ კონსულტაცია ორთოპედთან. ეს არის ძვალ-სახსროვანი დაავადებების საუკუნე და წლამდე ბავშვმა სამჯერ მაინც უნდა გაიაროს კონსულტაცია ორთოპედთან. რაც შეეხება სუპინატორს, ის ორთოპედიული დანამატია და ამას ორთოპედი არჩევს. ბრტყელტერფიანობა არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი. ტერფის სრული ჩამოყალიბება 6-7 წლის ასაკში ხდება. ბავშვის კარგი ბრენდის ფეხსაცმელი ფეხს კარგად უფიქსირებს. არსებობს თხელი ლითონის კამარა, რომელიც ფეხსაცმლის ძირს მიყვება, ასეთ ფეხსაცმელს თავად მშობლები არჩევენ. თუ საჭიროა სპეციალური ორთოპედიული სუპინატორი, ამას ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით არჩევს ორთოპედი. როდესაც ბავშვი ფეხის ადგმას იწყებს, უნდა ვეცადოთ, ის კოჭზე კარგად იყოს მომდგარი და იყოს რბილი ტყავის. მშობლებს მინდა ვთხოვო, ნუ ჩააცმევთ სხვის ნახმარ ფეხსაცმელს, რადგან მას უკვე დეფორმაცია აქვს მიღებული.

ცუდი სუნი პირში – რას უკავშირდება ის?

სუნი პირიდან – ყველა ადამიანს აქვს, განსაკუთრებით დილას. ის რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და ამიტომ აქვს სუნი, ეს მითია. სუნი პირიდან შეინიშება მაშინ, ნუშისებური ჯირკვლების გაწოვა ხდება, როდესაც სუნთქავს პირით და ლორწოვანების გამოშრობა ხდება, თუ ბავშვს ცხვირ-ხახის ინფექცია აქვს და ბაქტერიები ენის უკანა ნაწილზე ილექება. როგორც კი ბავშვს კბილებს გამოვუწმენდთ და ენას გამოვხეხავთ, სუნიც გაქრება. ზოგჯერ კუჭის კარდიალური სპინქტერი ცოტას აგვიანებს ხოლმე დახურვას და შესაძლოა ამოკრავდეს სუნი. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმს.

შავი ნადები კბილებზე – რატომ ჩნდება და რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

ძალიან ბევრი ბავშვია კბილებზე შავი ლაქებით. მშობლებს ეშინიათ, რომ ბავშვებს კარიესი დაეწყოთ. ეს არის ტკბილეულის, ნახშირწყლებისა და ბაქტერიების შენაერთი. ეს მარტივად მოშორებადია, არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, მცირე რაოდენობის სოდას ამატებენ და თავადაც წმენდენ მშობლები.

ვიტამინებზე და კალცზე მინდა ვსაუბროთ… არის თუ არა შემთხვევები, როდესაც D ვიტამინი საერთოდ არ არის საჭირო…

ამ უკანასკნელ პერიოდში ბავშვებში სამჯერ ზედიზედ მომიწია D ვიტამინის სისხლში განსაზღვრა და აღმოჩნდა, რომ მათ D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. როდესაც ანამნეზი გამოვიკითხე, ეს ის ბავშვები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არ მიუღიათ დაბადებიდან D ვიტამინი. მე მაგალითად, პოლივიტამინების მომხრე არ ვარ, ამას თავისი ჩვენება აქვს. ბავშვს, რომელიც ბალანსირებულად იკვებება, მას ვიტამენების დამატებით მიცემა არ სჭირდება. კალცს წლამდე ასაკის ბავშვებში არავინ ნიშნავს. კალცის უტილიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა D ვიტამინი. თუ არის რაიმე ჩივილი, ეჭვი გვაქვსს ჰიპოკალცემიაზე, შეგვიძლია ანალიზის ჩატარების შედეგად დავნიშნოთ კალციუმი.

D3 ვიტამინის ნაკლებობას ახლავს ოფლიანობა…

ძალიან იმატა ჰიპერქტიული ბავშვების რაოდენობამ. ეს დამახასიათებელია ემოციური, რთული, ცელქი ბავშვებისთვის. ისინი ემოციას ხარშავენ შიგნით, ინტრავენტები არიან. ან თუ გამოხატავენ ემოციას, ამას მთელი სიმძაფრიდ აკეთებენ. ასეთ ბავშვებს უჭირთ ჩაძინება და არც ძილში არიან მშვიდები. შესაძლოა,  ეს გენეტიკურიც იყოს.

მანის ფაფა – რამდენად არის ის რეკომენდებული, ან რატომ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან?

წლამდე ასაკამდე საერთოდ არ არის მანის ფაფის მიცემა ბავშვისთვის სასურველი. მანანის ბურღული არის ძალიან წვრილად დაფქვილი ხორბალი, რომლის ძირითად ნაწილს სახამებელი და ნახშირწყალი წარმოადგენს, რა თქმა უნდა შედის სხვადასხვა ვიტამინიც, მას გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს, თუმცა ბავშვებში რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა შევზღუდოთ მანის ფაფის მიცემა ბავშვებისთვის. პირველი – მასში შედის ფიტინი, ეს არის კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის  უხსნადი შენაერთი, რომელიც ხელს უშლის ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას. გარდა ამისა, ის შეიცავს გლუტენს, შესაძლოა იყოს ალერგიული. წლის შემდეგ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებს მანის ფაფა.

ძალიან შეშფოთებულები არიან მშობლები პალმის ზეთით…

თავისთავად პალმის ზეთი ცუდი არ არის, უბრალოდ მეწარმეები ცუდ პალმიტატს იყენებენ. პალმის ზეთის სიკარგე განისაზღვრება ზეჟანგური ჟანგვის რიცხვით და ის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ის, რასაც ჩვენ მოვიხმართ, 10%-ს აღემატება. პალმის ზეთი იხმარება ყველგან, სადაც ეტიკეტზე მცენარეული ზეთია მითითებული. ის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას უწყობს ხელს და წარმოადგენს კარცეროგენს. ვეცადოთ, ისეთი პროდუქტები შევიძინოთ, რომლებიც არის პალმის ზეთის გარეშე. პალმის ზეთისთვის დამახასიათებელია ყაბზობა და ის შედის ნაყინში, შოკოლადებსა და სხვადასხვა ტკბილეულში.

როგორია თქვენი მოსაზება ფეხებზე არათანაბარ ნაკეცებთან დაკავშირებით ?

ის რომ, არათანაბარი ნაოჭები რაიმე ძვლოვან პათოლოგიაზე მიუთითებს, ეს მითია. თუმცა, შეიძლება იყოს სიმპტომი და საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვი ორთოპედს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g