დოლარი ელვის სისწრაფით ძვირდება. რასაკვირველია, სოცქსელში ლარის გაუფასურებას ყოველი მეორე პოსტი ეძღვნება. საზოგადოებას სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა, როგორ გადაიხადოს დოლარში აღებული კრედიტი.
გთავაზობთ სოცქსელში გაკეთებულ ყველაზე საინტერესო კომენტარებს.
ირაკლი მაისურაძე:
„თირკმელი ევროებში გავყიდო თუ დოლარში – სერიოზულად ოღონდ…“
გოგა ხაჩიძე:
„საქართველოს მთავრობა, რომელიმემ ქვა მაინც დაუდეთ, დაგორდა ქვეყანა…“
ინგა გრიგოლია:
„რა ბედნიერებაა… დოლარში აღებული კრედიტის დაფარვის დღე რომ მიახლოვდება და სავალუტო ჯიხურებთან გამოკრულ აბრებს რომ ვხედავ ხოლმე. და მერე მახსენდება,რომ თვის დასაწყისში ჩემი კრედიტისთვის გადანახული ლარები შესატან სესხს აღარ ჰყოფნის))) რა ბედნიერებაა ტკბილი დეკემბრის პირველი დღე…“
მიკი ჯეჯელავა:
„კონცერტებისა თუ ივენთების ჰონორარებს ვაორმაგებ. მეძვირე წამყვანი ვარ“.
სალომე ლილუაშვილი:
„ძველ საფულეში გადანახული რამდენიმე ერთდოლარიანი ვიპოვე. გადავახურდავებ და კრედიტს, რომელიც ლარში მაქვს, ახალ წლამდე სრულად დავფარავ“