თირკმლის კენჭოვანი დაავადებით ავადდებიან როგორც ქალები ასევე მამაკაცები. ხშირია 40 წელს ზემოთ დაავადების შემთხვევები. თირკმლის კენჭები მკვრივი ნივთიერებაა, რომელიც შარდის დალექვის შედეგად წარმოქმნილი კრისტალებიდან იქმნება. ნორმალური შარდი შეიცავს დამცავ ნივთიერებას რომელიც კრისტალების შეწებებას აფერხებს, როცა ეს ფუნქცია მოშლილია კრისტალები ერთმანეთს ეკვრის და იღებს კენჭის ფორმას. რაც უფრო დიდია კენჭი, მით რთულია მისი სხეულიდან ბუნებრივი გზით გამოდევნა და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. მამაკაცებში კენჭის „დაბადება“ ბევრად მტკივნეული პროცესია ვიდრე ქალებში.

დაავადების სიმპტომებია: უეცარი ჭვალი, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. მოსალოდნელია დაერთოს ღებინება. სისხლიანი და ამღვრეული შარდი. მოშარდვის ცრუ შეგრძნებები. გახშირებული ან გაძნელებული შარდვა. წვის შეგრძნება. მომატებული არტერიული წნევა ან ტემპერატურა. თირკმლის კენჭოვანი დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოა. პატარა კენჭებს არ ახლავს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება. მისი დადგენა ხდება მხოლოდ ულტრაბგერითი კვლევით. დიაგნოსტიკისთვის ტარდება: შარდის ანალიზი და რენტგენოლოგიური კვლევა.

მკურნალობის პროცესი მოიცავს მედიკამენტოზურ თერაპიას, თირკმლის დრენირებას, სხვადასხვა არაინვაზიურ და ინვაზიურ მეთოდებს მათ შორის ღია ოპერაციას. პაციენტს მუდმივი მეთვალყურეობა და პერიოდული გამოკვლევა სჭირდება. კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცხოვრების სტილის შეცვლა: ფიზიკური აქტივობა, რაციონალური დაბალანსებული კვება და საჭირო რაოდენობით წყლის მიღება.