LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვიყავი იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ისეთ ადგილებში მუშაობენ, მათ შეიძლება თითი უბრალოდ გაუცვდეთ: დავით ზილფიმიანი

90
დავით ზილფიმიანი

„წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ისეთ ადგილებში მუშაობენ, მათ უბრალოდ შეიძლება თითი გაუცვდეთ ან წაუკითხავდი გაუხდეთ,“ – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა და თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს მაგალითად, გლეხი, ასევე, „ვიღაც მარტენის ღუმელთან არის და ეს ჩვეულებრივი ამბავია.“

ზილფიმიანის თქმით, ის ხმის მიცემას, სახის იდენტიფიცირებით ემხრობა.

„მე პირადად, ხმის მიცემის სახის იდენტიფიცირებით მომხრე ვარ,  მაგრამ სანამ ეს მოხდება შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით ხმის მიცემა. ესეც სავსებით მისაღებია. ეს „იმიჯ დეთექშენს“ აკეთებს, გამოსახულების დაფიქსირებას ახდენს, რომ ამომრჩეველს მონაწილეობის მისაღებად მწვანე მისცეს.

ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ოქტომბერში მსგავსი რამ ვერ მოხდება, რადგან ვერც ვიყიდით და არც გვექნება ოპტიკური მთვლელები, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, უნდა აღვჭურვოთ ელექტრონული სისტემით“, – განაცხადა ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

magti 5g