Yandex Go-ს აპლიკაციის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს გაიცნოს ის ადამიანები, ვისაც შეკვეთილი საკვები ყოველდღიურად ჩვენს კართან მოაქვს.
ამიერიდან, როდესაც საკვების მიტანის სერვისით ისარგებლებთ, შეძლებთ გაიგოთ, რაზე ოცნებობს თქვენი კურიერი – იქნებ სწავლას აფინანსებს, ახალ ტელეფონზე ოცნებობს, შინაურ ცხოველებს ეხმარება, დაბადების დღისთვის ემზადება ან უბრალოდ საკუთარ ოჯახს უდგას მხარში.
აღნიშნული ფუნქცია მიტანის სერვისს ჰუმანურ ელემენტს მატებს – ახლა „თიფი“ მხოლოდ მადლობის ჟესტი აღარ არის. ის რეალური მხარდაჭერაა კონკრეტული ადამიანისთვის და მისი ცხოვრების მიზნისთვის.
კურიერს თავად შეუძლია მიუთითოს საკუთარი მიზანი Yandex Pro-ს აპლიკაციაში, ხოლო მომხმარებელი იხილავს, თუ როგორ იქცევა მისი მცირე მხარდაჭერა დიდ სტიმულად იმ ოცნების ასასრულებლად, რომელსაც სხვაგვარად ვერც კი გაიგებდა.
და რაც მთავარია – კურიერი „თიფს“ სრულად იღებს, Yandex Go მას საკომისიოს არ აკლებს.
ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ სხვისი მიზნის ნაწილი. იქნებ სწორედ ჩვენი მხარდაჭერა აღმოჩნდეს ის ერთი ნაბიჯი, რომელიც ვიღაცის მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის.
(R)