42 წლის თიკა რაზმაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – თიკა რაზმაძე მეხუთე სტადიის თირკმლის უკმარისობას ებრძვის.
საქველმოქმედო განცხადებაში, რომელსაც თიკა რაზმაძის მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, აღნიშნულია, რომ აუცილებელი გახდა გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული:
„ვინც არ იცით, თიკას ცხოვრებაში უმძიმესი ეტაპია, თირკმლის უკმარისობის მეხუთე სტადია. ამიტომ აუცილებელი გახდა გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ამიტომაც ვწერ, თქვენ – მეგობრებო, უცნობებო, კეთილო ადამიანებო – ვისაც შეუძლია თუნდაც მცირედით წვლილის შეტანა თიკას გადარჩენაში.
ამ ბრძოლაში თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება – ძალიან მნიშვნელოვანია
მიმღები – თინათინ რაზმაძე.
GE67BG0000000604745813 “, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თიკასთვის!!! ვინც არ იცით თიკას ცხოვრებაში უმძიმესი ეტაპია, თირკმლის უკმარისობის მეხუთე სტადია. ამიტომ აუცილებელი გახდა…
Posted by ნანა გოგოლაური on ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025