თელავში მცხოვრებ ლალი მაჭავარიანს, რომელიც ჯანმრთელობის რთულ პრობლემებს ებრძვის, საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება – ლალი მაჭავარიანს ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის შემდგომ მძიმე გართულებები განვითარდა და ესაჭიროება განმეორებითი, რთული ოპერაცია, რის გამოც საჭიროა დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება.
როგორც ლალი მაჭავარიანის შვილი, თელავში ცნობილი კაფის – „სუ თელავია“ დამფუძნებელი, გიორგი მოსიაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე, ოპერაციისთვის საჭირო სრული თანხის მოძიება ოჯახისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია.
„ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებასა და სხვების დახმარებაში გაატარა, არაერთ ადამიანს დაუდგა გვერდით ყველაზე რთულ დროს და მუდამ სხვისი ტკივილი საკუთარივით მიიტანა გულთან – ახლა სწორედ მას სჭირდება ჩვენი დახმარება.
ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო, დღეს თქვენთვის მიმართვა ჩემთვის ძალიან მძიმეა.
დედაჩემმა ძლიერი დაცემის შედეგად ხერხემლის მესამე მალა მოიტეხა. ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ოპერაციის შემდეგ მძიმე გართულებები განვითარდა.
ხერხემლის დასაფიქსირებლად ჩადგმული მეტალის რამდენიმე კონსტრუქციის ნაწილი ადგილიდან დაიძრა, ხოლო მოტეხილობა კიდევ უფრო გართულდა და წარმოიქმნა ძვლის წვრილი ნამსხვრევები. არსებული მდგომარეობა საჭიროებს განმეორებით, რთულ ოპერაციას.
სამწუხაროდ, საქართველოში ამ ოპერაციის ჩატარება ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ გვჭირდება მკურნალობის გაგრძელება ისეთ კლინიკაში, სადაც მსგავსი სირთულის ოპერაციების ჩატარების მეტი გამოცდილება და შესაბამისი შესაძლებლობებია [კერძოდ, თურქეთში]. ამისთვის კი დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.
ჩვენთვის, ამ ეტაპზე, სრული თანხის მოძიება დამოუკიდებლად შეუძლებელია. ქონების გაყიდვაც ვერ ხერხდება, რადგან ყველაფერი იპოთეკით გვაქვს დატვირთული და გვაქვს ბევრი საბანკო ვალდებულება.
თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება და თითოეული მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი იმედია.
გულითად მადლობას გიხდით ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგებით, ილოცებთ ჩვენთვის ან ამ ინფორმაციას გააზიარებთ.
ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე მოგცეთ ყველას.
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი: #GE64TB7509545064300088
საქართველოს ბანკი: #GE65BG0000000611288305
მიმღები: გიორგი მოსიაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
