LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქმის ცარიელი აეროპორტები: მგზავრთნაკადის 93%-იანი კლება გვაქვს

200
247917262

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 93%-იანი კლებაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 42 956 მგზავრს მოემსახურა, რაც 92,80%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლება პირდ​აპირ კავშირშია COVID-19-ის პანდემიასთან. შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 21 მარტიდან საქართველომ საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჩაკეტა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები