აუქციონის სახლი RM Sotheby’s სუპერქარ Lamborghini Diablo GT-ის ყიდის. ის ერთ-ერთია 80 გამოსული ეგზემპლარიდან და მისი გარბენი 276 კილომეტრია. ავტომობილი მაისში, მონაკოში გაიყიდება.
ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ GT პარტიაში მეთორმეტე ავტომობილია და შესაძლოა ყველა არსებული მსგავსი მოდელიდან მას ყველაზე დაბალი გარბენი აქვს.
GT Diablo 1999 წელს გამოჩნდა. ის ექვს ლიტრიანი V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 583 ცხენის ძალას გამოყოფს. უკანა ამძრავიანი კუპე ხუთ საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით არის დაკომპლექტებული.