LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თითქოს მამა აკაკი მოკლა ვაქცინამ. ამით შეურაცხყოფას აყენებენ მის ხსოვნას…” – რას წერს ნათია ორველაშვილი გარდაცვლილ მამაოზე

985
BeFunky-collage (10)

„იმედის” დილის წამყვანი, ნათია ორველაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდით გარდაცვლილი მოძღვრის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ინფორმაცია, თითქოს მამა აკაკი ვაქცინირებული არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი ინფორმაციით, მოძღვარს კოვიდამდე ჰქონდა ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა.

ნათია ორველაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ გარდაიცვალა მამა აკაკი, ანჩისხატის მოძღვარი. ეს ადამიანი ვნახე ერთადერთხელ და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. თავად ღვიძლი ჰქონდა გადანერგილი და ჩავწერე სიუჟეტისთვის ტრანსპლანტაციის თემაზე. კონკრეტულად გვამურ დონაციაზე. სიუჟეტი მისი სიტყვებით დავასრულე: ერთადერთი სიკეთე, რომელიც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს გარდაცვალების შემდეგ, არის საკუთარი ორგანოს დატოვება მისთვის, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება.

იყო ორჯერადად ვაქცინირებული. დაემართა კორონა. ჰქონდა ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა კოვიდამდე და ამას ამბობენ მისი ახლობლებიც,მეგობარი სასულიერო პირიც, რომელსაც დღეს ვესაუბრე და ექიმიც, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გადაუნერგა ღვიძლი. ამის მიუხედავად რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ იცის მის ახლობლებელზე, ექიმზე და მეგობარზე უფრო კარგად, რომ თითქოს მამა აკაკი მოკლა ვაქცინამ. ამით შეურაცხყოფას აყენებენ მის ხსოვნას და ადამიანებს, რომელთათვისაც ის ძვირფასი იყო – გამოჰყავთ ისე, რომ ისინი იტყუებიან. ვითომ მალავენ რომ ვაქცინის ბრალია ეს გარდაცვალება. გარდა ამისა ამ ტყუილით აშინებენ ასობით ადამიანს და აქედან რამდენი იტყვის უარს აცრაზე, არავინ იცის.

ეს მხოლოდ ვირუსთან ბრძოლა არ არის. საინფორმაციო ომია, რომელშიც ძალიან ბინძური წესებით თამაშობს ეს ხალხი. ფაბლიქ სტატუსია. აშეარეთ ახლა და მეძახეთ კოვიდფაშისტი თუ რა სახელებს უგონებთ ხოლმე ხალხს, ვინც ტყუილში გამხელთ.

მშვიდად განისვენეთ, მამა აკაკი”,- წერს ნათია ორველაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები