LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითქოს მე ვიღაც ბიჭის და გოგოს დასაშორებლად, უზარმაზარი თანხა გადამიხადეს“ – რას ნახავს მაყურებელი „ფარული კონვერტის“ ბოლო გადაცემაში

2233
ფორტუნა - 2023-09-12T001803.439

ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ სტუმრად ქრისტინე იმედაძეს ვიხილავთ, როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი, მაყურებელი მამიდა ძმისშვილის გულახდილ საუბარს იხილავს.

გადაცემაში საუბარს ქრისტინე მადლობით იწყებს:

„მინდა მადლობა გადაგიხადო ჩემი ბავშვობისთვის, მერე ყველაფრისთვის და იმისთვის, რომ ტაისიას დედობა გადაინაწილე,“- ამბობს ქრისტინე.

ქრისტინე პირველი სიყვარულის ტრაგიკულ დასასრულზე საუბრობს. ცნობილი მომღერლისა და ტელესახის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სერ­გი, ავა­რიაში და­ი­ღუ­პა.

„ზაფხული იყო, ფანჯრები ღია იყო. ტელეფონი გათიშა და ხმა გავიგონე.. ყველა გადარჩა, მარტო სერგი დაიღუპა, ამბობს ქრისტინე“.

ქრისტინე მის შესახებ გავრცელებულ ჭორზეც საუბრობს.

„თითქოს მე ვიღაც ბიჭის და გოგოს დასაშორებლად, უზარმაზარი თანხა გადამიხადეს“. – ამბობს ქრისტინე.

ანონსიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ მაყურებელი ია ფარულავას „ფარული კონვერტის“ ბოლო გადაცემას ნახავს. ია ფარულავა  ძალიან მალე ეთერში სხვა ფორმატის გადაცემით დაბრუნდება.

ფოტო: ქრისტინე იმედაძე დედასთან ერთად გამოჩნდა: „ირმა ისევ ისეთი ლამაზია…“

ქრისტინე იმედაძე ქალთევზას შეადარეს – მომღერალი დასვენების ფოტოებს გვიზიარებს

„აი, რა არის ახლა ეს?! რას შვრები! დავიხოცეთ ხალხი! წაგვეკიდა ცეცხლი“ – ქრისტინე იმედაძე დასვენების ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g