LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითქოს სული, რომლის გადარჩენა მას ჩავაბარეთ, უპატრონოდ დაგვრჩა… ახლა ვინ ილოცებს ჩვენთვის“ – თიკო ჩხეიძე

318
თიკო ჩხეიძე

მოდელი თიკო ჩხეიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მასთან ურთიერთობისა და შეხვედრის ემოციურ მომენტებს იხსენებს.

„დღეს ყველაზე მდუმარე ღამეა ალბათ საქართველოსთვის, როცა არ იცი, რა უნდა აკეთო მის გარეშე, თითქოს სული, რომლის გადარჩენა მას ჩავაბარეთ ასე გაუცნობიერებლად, უპატრონოდ დაგვრჩა… ახლა ვინ ილოცებს ჩვენთვის, ვის შესწევს ძალა უანგაროდ იღვაწოს ასე … მშვიდობით ჩვენო პატრიარქო, ყოველთვის ჩვენს გულებში სამარადისოდ.

ალბათ ჩვენ ყველას, ჩვენი პირადი ურთიერთობა გვქონდა პატრიარქთან, (არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური თუ სულიერი კავშირი) მისი ვიდეოს შეხვედრაზე უნებურად წამოვდგებოდი ფეხზე და პირჯვარს ვიწერდი პატივისცემის ნიშნად. არავისთვის,
ვერავინ მხედავდა, უბრალოდ მის ძალას ვგრძნობდი, რომელიც მოკრძალებისკენ მიბიძგებდა…

ბავშვობაში ყოველ კვირა დღეს ვესწრებოდი წირვას სიონის ტაძარში, მაშინ პატრიარქი ძალიან მაღალი და ძლიერი იყო , ბავშვები გაუაზრებლად ვიდექით რიგში კურთხევის მისაღებად,სანამ ილია || _ე ადამიანებისგან შემდგარ გრძელ დერეფანს ჩაივლიდა ჩვენ უკვე რამდენჯერმე გვედო მისი მადლიანი ხელი თავზე, ნიშნის მოგებითაც კი ვითვლიდით ამ კვირა დღეს ვინ უფრო მეტჯერ დაუდგა წინ …

ვიზრდებოდი და ჩემი მოწიწებაც იზრდებოდა მის მიმართ, ასე იქნება მარადჟამს.

ვუსამძიმრებ საქართველოს“, – წერს თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

„ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, მე მას ვუთხარი ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იქ იყვნენ…“ – ლაშა ჟვანიამ პატრიარქის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაიხსენა

„მასთან სადილზე ვიყავი სტუმრად, მითხრა – ერთი თხოვნა მაქვსო“ – თემურ ყვითელაშვილმა პატრიარქთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g