LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილის გადამამუშავებელი საწარმო ზუგდიდში, რომელიც ევროპულ სტანდარტებს ნერგავს

175

შპს ,,ნათინვესტი“, რომელიც თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, ISO-ს სერთიფიკატის ასაღებად ემზადება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, დავით სვანიძემ განუცხადა,  საწარმოში ჩამოსულები არიან ტრენერები, რომლებიც ,,ნათინვესტის“ თანამშრომლებს გადაამზადებენ.

”იმისთვის რომ ჩვენი ქარხანა სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და მოვიპოვოთ ISO- ს სერთიფიკატი, ტრენინგები გვიტარდება. სავარაუდოდ, აღნიშნულ სერთიფიკატს მიმდინარე წლის სექტემბერში მივიღებთ”, – აღნიშნა სვანიძემ.

მისივე თქმით,  ეს დოკუმენტი  კომპანიას თხილის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში უფრო გაუადვილებს.  ამ ეტაპზე კი ”ნათინვესტი” სტაბილურად თანამშრომლობს იტალიასთან, ინგლისთან, გერმანიასთან, რუსეთთან, ყაზახეთთან, ჩეხეთთან, ბელგიასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან.

”ამ ქვეყნებში 2015 წლის აგვისტოდან დღემდე უკვე 500 ტონა გარჩეული თხილის გულის ექსპორტი განვახორციელეთ.  სამომავლოდ კი, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის გაზრდას ვფიქრობთ”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

შპს ,,ნათინვესტი“ 2011 წელს დაარსდა, თუმცა საკუთარ საწარმოს 2015 წლიდან ფლობს. ქარხანა ზუგდიდში გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით აშენდა და ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g