LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული: ნოდარ მელაძე

345
BeFunky-collage (1)

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს, ძლიერი ტკივილი აწუხებდა, სახის ძვლები კი  ჩამტვრეული ჰქონდა.

“დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე. ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g