წამალი სახელად „იბუპროფენი“ 1962 წელს ორმა მეცნიერმა შექმნა. მალევე, მის მოხმარებელთა რიგებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადგა. დღესდღეობით აფთიაქში შესაძლებელია ამ მედიკამენტის ტაბლეტის, წვეთებისა და გელის სახით შეძენა, თუმცა ჯერ არავის შეუქმნია იგი ტკივილგამაყუჩებელი სალბუნის სახით.
ახალი პლასტირი საშუალებას მოგცემთ, 12 საათის განმავლობაში გაგიყუჩოთ ტკივილი, სიახლე შედგება გამჭვირვალე მატრიცისგან, რომელიც სავსეა წამლით.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი გამოგონება მაღალი ტექნოლოგიების კატეგორიაში გადის და მისი ბაზარზე გაშვება უახლოესი ორი წლის განმავლობაში იგეგმება.