LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის…ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩვენი სტუდენტის დაღუპვის ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა“ – თსუ სამძიმრის წერილს ავრცელებს

500
2024-06-29_23-34-51_672937

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უნივერსიტეტისთვის – ელიზავეტა ხოშტარია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.

ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩვენი სტუდენტის დაღუპვის ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს“, – ნათქვამია ტექსტში.