14 მაისს სანაპიროსთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა – მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე მაშველებმა წყლიდან მალევე, უვნებელი ამოიყვანეს, სამი ადამიანის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
ავტომობილში მყოფი უტა ელიავას ცხედარს მაშველებმა 15 მაისს მიაკვლიეს.
„როგორ ელოდი ამ დღეს… უშენობა ჯოჯოხეთია…“ – ტრაგიკულად დაღუპულ უტა ელიავას დღეს 25 წელი შეუსრულდებოდა
15 მაისს კი სამაშველო ჯგუფებმა მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.
სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილი უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია.
გოროზია მეუღლესთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს ავრცელებს:
„ჩვენ სამნი… სულ ერთად ვიყავით… ჩვენ ერთმანეთით ვიყავით ბედნიერი.
სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი სამივეს… უტი, გპირდები სულ ,,ჩვენი ნათელას” გვერდით ვიქნები… სულ ჩავეხუტები უტიი,ისე როგორც შენ ეხუტებოდი…
მე უშენობას ვერ შევუვსებ, მაგრამ ვეცდები, ოდნავ მაინც, რომ შევუმსუბუქო ის ტკივილი რასაც უშენობა ჰქვია… ჩვენ სამნი უსასრულოდ ცამდე… ტკივილი დღითი დღე იმატებს…
ჯოჯოხეთია უშენობა“, – წერს გარდაცვლილის მეუღლე სოციალურ ქსელში.
ჩვენ სამნი… სულ ერთად ვიყავით… ჩვენ ერთმანეთით ვიყავით ბედნიერი❤️🩹 სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი სამივეს… უტი,გპირდები…
Posted by Gvantsa Uta on შაბათი, 14 ივნისი, 2025