LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თმაში მომკიდა ხელი და ჩამომიღო ზედა პანდუსიდან“ – „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

165
ნათია ლევერაშვილი

„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ლევერაშვილი ჰყვება, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა პანდუსიდან.

„დემონსტრაციას 9 აპრილის ქუჩისკენ გავყევი. პოლიციამ ტროტუარებზე გადასვლისკენ მოგვიწოდა, ყველა დაემორჩილა და ტროტუარზე გადავედით. გადაწყვიტეს, რომ მოგვწოლოდნენ და შეიქმნა ჭყლეტა. ამ ჭყლეტაში მოვყევი, უკან ვიწეოდი, რომ გამოვრიდებოდი, მაგრამ დავინახე, რომ ხალხი ძირს ეყარა, კამერები ხვდებოდათ თავში. შემდეგ ვიღაც დააკავეს და გავაწყვიტე, წინ მივსულიყავი, ფოტოებს ვიღებდი. ისეთი ჭყლეტა შეიქმნა, რომ ღობეზე ავძვერი, ვიფიქრე, გავიხედავ და თან ფოტოებს გადავიღებ-მეთქი. ამ დროს დავინახე, რომ შსს-ს ხალხმა, საპატრულო პოლიცია არ იყო, თმაში მომკიდა ხელი  და ჩამომიღო ზედა პანდუსიდან. რატომ მირტყამ-მეთქი, ვუთხარი, ჩავებღაუჭე და კიდევ ერთხელ მკრა ხელი. უკან რომ გამოვიხედე, უკვე ჩემი თანამშრომლები იყვნენ და ტერიტორიიდან გამომარიდეს“, – განაცხადა ლევერაშვილმა.

⭕ პოლიციამ პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის" ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე იძალადა – პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს. ვიდეოში ნათია თავად ყვება მომხდარზე 👇

Posted by პუბლიკა • Publika on სამშაბათი, 04 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g