LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თმაზე ხელი მომკიდა და მკითხა, რატომ არ იღებავ… ამაზე თუ ვიფიქრე მეზობელი რას იფიქრებს ჩემზე, რატომ ვიდარდო… მე ხომ მას არ ვაწუხებ“ – რა გაიხსენა 60 წლის ბათუმელმა ქალმა, ელენე ჭანიშვილმა

306
ელენე ჭანიშვილი (1)

Ajaratv • SHOWS გვთავაზობს ინტერვიუს 60 წლის ბათუმელ ქალთან, ელენე ჭანიშვილთან, რომლის ფოტოებიც ჟურნალ Vogue-ში დაიბეჭდა.

გამორჩეული სილამაზის მქონე ქალბატონმა, სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანებზე საუბრისას, ერთი არასასიამოვნო ფაქტი გაიხსენა:

„თმაზე ხელი მომკიდა და მკითხა, რატომ არ იღებავ… ამაზე თუ ვიფიქრე, მეზობელი რას იფიქრებს ჩემზე და ის მე როგორ გამომხედავს… ქუჩაში მოვდივარ, ვიღაცამ ჩამირბინა, შემომხედა და ორ წამში მას უკვე აღარ ვახსოვარ, აი რატომ ვიდარდო ის ჩემზე რას იფიქრებს, მე ხომ მას არ ვაწუხებ… საშინელებაა სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრა, არავის არ ეხება მე თმას შევიღებავ, თუ რას გავაკეთებ, მე არავის ხელს არ ვუშლი…არ ვარ პროვოკატორი, რომ ადამიანს ცუდისკენ გავუკეთო პროვოცირება… ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს მის თავშია, მისი რეალობაა, რომ არ მოსწონს თმა შეღებილი აქვს ქალს თუ არ აქვს…“ – ამბობს ელენე ჭანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g