LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოჩინოშინი: „სამწუხაროდ, ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს… ჩემი ვაჟის დედა იაპონელია, რამდენიმე წელია ერთად ვცხოვრობთ”

348
ტოჩინოშინი

„კვირის პალიტრა“ ცნობილ ქართველ სუმოისტთან, ტოჩინოშინთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ის თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ ჰყვება.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვაჟიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე: სუმოდან წასვლის შემდეგ, მეგონა, ცხოვრება მთავრდებოდა და ამ რთული პერიოდის დაძლევაში, პატარა ხარება დამეხმარაო. მოგვიყევი შენს შვილზე.

ხარება გორგაძის მამა სამი თვის წინ გავხდი. ის ჩემი მეორე შვილია, ჩემთან ცხოვრობს და კიდევ უფრო მძაფრად განმაცდევინა რას ნიშნავს მამობა, შვილის მოვლა, მისთვის ღამის გათევა… სამწუხაროდ, ჩემს პირველ ქალიშვილზე – ანასტასიაზე არ მაქვს ამხელა ამაგი… მე იაპონიაში ვარ, ანასტასია კი – მას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, დედასთან, ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს საქართველოში, იშვიათად მაქვს მისი ნახვის ბედნიერება, ფაქტობრივად, ვერ ვმონაწილეობ მის აღზრდაში… ძალიან რთულია, მაგრამ ასე მოხდა.

ხარებას დედა იაპონელია?

დიახ. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი – ხარება დავარქვი. მამაჩემის მამას ხარიტონა ერქვა, ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ წლების წინ, იაპონიაში წამოსვლამდე გადავწყვიტე – თუ ვაჟი მეყოლება, ხარება უნდა დავარქვა-მეთქი! მადლობა უფალს, რომ ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა მომცა.

ინტერვიუ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები