LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოდუას კლინიკა“: „კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას თითოეულ პაციენტზე“

340
თოდუას კლინიკა (1)

„ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე“, – ამის შესახებ „თოდუას კლინიკის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, განაგრძობენ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

„ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული. „თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ვაგზლის ბაზრობის მიმდებარედ ხანძრის გამო კლინიკის ჟანგბადის ქარხანას პრობლემა შეექმნა, რის გამოც 93 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს

ცნობისათვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, „ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით. ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ „თოდუას კლინიკის“ დიღმის და ვერის ფილიალები“. – აღნიშნულია „თოდუას კლინიკის“ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები სასაწყობე ფართების იმ ნაწილის დაცლას ცდილობენ, სადაც ამ დროისთვის ხანძარი გავრცელებული არ არის

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

„თოდუას კლინიკის“ განცხადება ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას…

Posted by თოდუას კლინიკა • Todua Clinic on Tuesday 29 April 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g