იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში გამართულ ღვინის გამოფენაზე, ქართული ღვინოც იყო წარმოდგენილი.
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი – თეიმურაზ ლეჟავა ამ გამოფენას ეწვია კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ორგანზატორ კომპანიას ჩვენი ქვეყნის ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაში წვლილის შეტანისათვის.
ცნობისთვის, ღონისძიება კომპანია Magfine Corporation-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული კულტურის ბუმი იწყება. მაგალითისთვის: საქართველოს საელჩოს მიერ “ტვიტერზე” ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზების კამპანიის წამოწყებამ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა იაპონელ ინტერნეტ-მომხმარებლებში. სამოსთან ერთად, მზარდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი ქართული კერძები, როგორებიცაა: შქმერული, ხარჩო და სხვა…