საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები – 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ.
მისივე თქმით, მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ 10-ეულში შევიდა, რისთვისაც პრემიერი სპორტსმენებს მადლობას უხდის.
„ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო. თქვენ, მართლაც საოცარი შედეგი დადეთ. 8 მედალი, მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ 10-ეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ, მადლობა გამარჯვებისთვის. მთავრობის სახელით მადლობას მოგახსენებთ.
მაქვს პატივი, გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მედლის მფლობელი მიიღებს 1 მლნ ლარს, ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი “, – აღნიშნავს პრემიერი.