LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს ტაქსის მძღოლები გიდობასაც შეითავსებენ

24

ტოკიოს ტაქსის ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 მძღოლს გიდის ფუნქციაც მიანიჭოს. ამიერიდან შერჩეულ მძღოლებს ტაქსით მომსახურების გარდა, ტურისტებისთვის გიდობის მომსახურების გაწევაც მოუწევთ.

კანონი ძალაში 20 თებერვალს შევიდა. ასოციაციის სპეციალისტებმა ამ პროგრამას ”ტოკიოს ტაქსი-გიდი, ინგლისურენოვანი მომსახურეობა” უწოდეს. რაც ინგლისური აბრევიატურით TSTiE იშიფრება.

ამ ეტაპზე ტაქსის მძღოლების აუცილებელი მოთხოვნა, ავტომობილის მართვასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნაცაა.

”ჯერჯერობით ტაქსი-გიდის მომსახურეობას 15 მძღოლი ითავსებს, მომავალში კი ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად მოიმატებს” – აცხადებენ ტოკიოს ტაქსის ასოციაციაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები