LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოში ახალი „სუპრას“ პრემიერა შედგა

car

ტოკიოს 2019 წლის ავტოსალონის ფარგლებში ახალი Toyota Supra-ს პრემიერა შედგა. 2020 წლისთვის ავტომობილი Lexus LC-ის შეცვლის და GT500-ის კლასის ღირსეული გამგრძელებელი გახდება.

ჩვეულებრივი საგზაო „სუპრასგან“ განსხვავებით GR GT სრულიად განსხვავებული აეროდინამიკით, მასიური ბამპერით და კონდიცირების სისტემით განსხვავდება. სარბოლო ავტომობილმა ასევე სპორტული სავარძლები, უსაფრთხოების კარკასი და სპეციალური საბურავები მიიღო. რაც შეეხება სიახლის ტექნიკურ მახასიათებლებს მწარმოებელი დეტალებზე საუბრისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.

გარდა GT-ის ჩემპიონატის ვერსიისა, „სუპრას“ მოდიფიკაციაც ექნება და ის ამერიკული სარბოლო სერიის NASCAR-თვის შეიქმნება. სპორტქარის საჯარო დებიუტი 16 თებერვალს დეტროიტის ავტოსალონზე შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g