LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თოლიამ” ნაყინის სეზონი დაიწყო

581

კომპანიამ ”თოლიამ” ნაყინის სეზონი მარტის თვიდან დაიწყო და გაყიდვებით კმაყოფილია. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სანდრო ლომსაძემ განუცხადა, მაღაზიები ”თოლიას” პროდუქციით 1 მარტიდან მომარაგდა.

”გაყიდვები იმაზე ბევრად კარგად მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით. ამას ამინდებმაც შეუწყო ხელი. გეგმას, ჯერჯერობით,  გადაჭარბებით ვასრულებთ”, – აღნიშნა ლომსაძემ.

მისივე ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებში კომპანია ერთგულ მომხმარებელს ახალი პროდუქციის სახით ბევრ სიახლეს ჰპირდება.

”ნაყინის ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გადმოდინარე, ამ ეტაპზე ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ დავტოვებთ. თუმცა, აპრილის თვეში ჩვენი მომხმარებელი ბევრი ახალი და საინტერესო პროდუქტის დაგემოვნებას შეძლებს”, – განაცხადა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

 

რაც შეეხება ნაყინის გასაყიდ ფასებს, როგორც სანდრო ლომსაძემ განმარტა, წინა წელთან შედარებით ნაყინის ზოგიერთი სახეობა გაძვირებულია.  გაძვირებამ საშუალოდ 10 თეთრი შეადგინა. ”თოლიას” ბრენდის ქვეშ წარმოებული საცალო პროდუქტებიდან ყველაზე დაბალფასიანი ნაყინი 60 თეთრი ღირს,  ყველაზე ძვირად ღირებული კი ”სნედვიჩია”, რომლის ღირებულებაც 1 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g